მეტ სერა: ომალის მწვრთნელის მუშაობა ნაგავი იყო, მერაბმა ყველაფერზე იზრუნა
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მეტ სერა, შონ ომალის მწვრთნელის ტიმ უელჩის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა და მას აკრიტიკებს.
მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ, ომალის მწვრთნელზე საუბრები აქტიურად მიმდინარეობს, რადგან მან ქართველ „მანქანას“ ვერაფერი დაუპირისპირა და მერაბმა მის გუნდთან ერთად ბრძოლა ტაქტიკურად იდეალურად დაგეგმა.
„ამ ბრძოლამ ის, როგორც მწვრთნელი გამოავლინა. როცა შენი ბიჭი იგებს და ხალხს აჩუმებს, ამ დროს შენ სუპერგმირს ჰგავხარ. როცა შენი მებრძოლი მარცხდება, იწყებს რაუნდების წაგებას, ამ დროს შენი შესაძლებლობები უნდა გამოავლინო. უელჩმა ეს ომალი დვალიშვილის ბრძოლისას ვერ გვნახა.
როცა შონი აგებდა, მან თავის ბიჭს შესაბამისი სიტყვები ვერ უთხრა. მას შეურაცხყოფა ვერ მიაყენა. ის ეუბნებოდა - „ეს კარგი რაუნდი იყო“. - ჯანდაბა! მან 3 რაუნდი წააგო და შენ ასეთ დროს შენს მებრძოლს სახე უნდა ააძრო, გონზე მოიყვანო. მას ეშინოდა და არ იცოდა თავის ბიჭს როგორ გამკლავებოდა. კუთხეში მისი მუშაობა სისულელე იყო.
ასე რომ, მან თავი ამხილა. მერაბ დვალიშვილმა იზრუნა ბიზნესზე, ტიმ უელჩს კი თავისი ბიჭის ბრძოლაზე პასუხები არ ჰქონდა“.
- განაცხადა სერამ.
ბრძოლის შემდგომ დღეებში ომალიმ განაცხადა, რომ მან უბრალოდ მერაბთან ძალაში წააგო. აღიარა, რომ ქართველი მასზე ძლიერი იყო და მას ვერ გაუმკლავდა.