თემურ ქეცბაია, ვლადიმერ გუცაევი, ვილი სანიოლი
Aa
Aa

FIFA-ს რეიტინგი: საქართველოს ნაკრები კვლავ წინ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები FIFA კოკა კოლას რეიტინგში წინსვლას განაგრძობს. 10 დღის წინ, ვილი სანიოლის გუნდი 70-ე ადგილიდან 67-ზე დაწინაურდა, ამჯერად კი წინსვლა კიდევ ერთი საფეხურით განვიცადეთ და რეიტინგში 66-ე ადგილზე ვართ.

„ჯვაროსნებს“ რეიტინგში ამჟამად 1378.22 ქულა აქვთ. რაც შეეხება 66-ე ადგილს, ეს 21-ე საუკუნეში საქართველოს ნაკრების მესამე საუკეთესო შედეგია.

1998 წელს ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობის დროს საქართველოს ნაკრები 42-ე პოზიციაზე იმყოფებოდა და ეს ჩვენი საუკეთესო შედეგია. 21-ე საუკუნეში კი 2011 წელს თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრები 56-ე ადგილზე იყო, რაც ამ საუკუნის საუკეთესო მაჩვენებელია. „ქეცბას" ნაკრები 2012 წელს 65-ე პოზიციას იკავებდა და ეს ამ საუკუნის მეორე საუკეთესო შედეგად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დასაწყისში ვილი სანიოლის გუნდი 77-ე ადგილზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრებს ერთა ლიგაზე 11 ოქტომბერს უკრაინასთან (პოლონეთში) და 14 ოქტომბერს ალბანეთთან (თბილისში) გამართავენ.

FIFA კოკა კოლას რეიტინგის მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:

1 არგენტინა - 1889.02

2 საფრანგეთი - 1851.92

3 ესპანეთი - 1836,42

4 ინგლისი - 1817.28

5 ბრაზილია - 1772.02

6 ბელგია - 1768.14

7 ნიდერლანდები - 1759.95

8 პორტუგალია - 1752.14

9 კოლუმბია - 1738.72

10 იტალია - 1726.31

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველმა ბიჭმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა“ - იტალიური მედია
„ქართველმა ბიჭმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა“ - იტალიური მედია