ემპოლი, საბა საზონოვი
Aa
Aa

ცუდი ამბავი - ტრავმის გამო, საზონოვი სავარაუდოდ მინიმუმ 6 თვეს გამოტოვებს

15 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა საზონოვმა „ემპოლის“ ბოლო სავარჯიშო სესიაზე მძიმე ტრავმა მიიღო.

როგორც Mondosportivo წერს, დაზიანება იმაზე მეტად სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

„2002 წელს დაბადებულმა მცველმა მარჯვენა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. გამოკვლევები დაუყოვნებლივ დაიწყო და გაირკვა, რომ მას მუხლის წინა ჯვარედინი იოგები დაიზიანა.

უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევები ჩატარდება, მაგრამ შედეგები სავარაუდოდ ნაკლებად იქნება დამაიმედებელი. საზონოვს შესაძლოა ოპერაციის გაკეთების დასჭირდეს და მინიმუმ ექვს თვეს ვერ ითამაშებს“, – წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ემპოლიში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს, „ტორინოდან“ იჯარის წესით გადავიდა და ახალ კლუბში დებიუტი ამ დრომდე არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, მაგრამ...“ | ბოლო ცნობები ჩაკვეს მდგომარეობაზე
„გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, მაგრამ...“ | ბოლო ცნობები ჩაკვეს მდგომარეობაზე