ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი, ბრესტი
Aa
Aa

კიტეიშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - შტურმი ბრესტთან დამარცხდა

ოთარ კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისმა გრაცის „შტურმმა“ საფრანგეთში „ბრესტთან“ შეხვედრა 1:2 დათმო.

პირველი ტაიმი დაძაბული და თანაბარი გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. საჯარიმოს მისადგომებიდან მაგნეტის დარტყმის შემდეგ ფრანგები წინ გავიდნენ.

ტაიმის დამატებულ პირველ წუთზე ოთარ კიტეიშვილის წამოწყებული შეტევის შედეგად „შტურმმა“ ანგარიში გაათანაბრა. „ბრესტის“ ცენტრალურმა მცველმა ედიმილსონ ფერნანდესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ტაიმში „ბრესტმა“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და 56-ე წუთზე გოლადაც გარდასახა. აბდალა სიმამ საჯარიმოში მცველებს აჯობა და ეფექტური დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

კიტეიშვილი მოედანზე 78-ე წუთამდე იყო, შემდეგ ის ფორვარდმა ამადი კამარამ შეცვალა და „შტურმმა“ წინ წასვლა უფრო მეტად გარისკა, თუმცა უშედეგოდ. 89-ე წუთზე საერთოდ კაცნაკლულნი დარჩნენ, როცა მოედნიდან ლავალი გააძევეს.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში კიტეიშვილის „შტურმი“ 2 ოქტომბერს შინ „ბრიუგეს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი: ვალენსიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა და მინდა, ეს წელი კარგად ჩავატარო
მამარდაშვილი: ვალენსიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა და მინდა, ეს წელი კარგად ჩავატარო