თბილისის დინამო, ბათუმის დინამო
Aa
Aa

თბილისის დინამომ ბათუმის დინამო დაამარცხა და თასის ნახევარფინალშია

დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მესამე ნახევარფინალისტი გამოვლინდა. თბილისში „დინამომ“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო, თუმცა დემჩენკოს გუნდს რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. საბოლოოდ, თბილისელებმა თამაში გამოასწორეს და გუნდები შესვენებაზე ლოგიკური ფრით გავიდნენ.

მეორე ტაიმში თბილისის „დინამომ“ უფრო მწვავედ შეუტია და 52-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა. აუტიდან ბურთის გათამაშების შემდეგ, სოლომონ კვერკველიამ დათო გოცირიძე მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.

მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა 22 ოქტომბერს „დინამო თბილისი 2“-სა და „გაგრას“ შორის გამოვლინდება. ამჟამად თბილისის „დინამოსთან“ ერთად საუკეთესო ოთხეულში „სპაერი“ და „კოლხეთი 1913“ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დაუფიქრებლად მოვიპარავდი“ - იუვენტუსის ყოფილი ხელმძღვანელი
„კვარას დაუფიქრებლად მოვიპარავდი“ - იუვენტუსის ყოფილი ხელმძღვანელი