მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ალექს პერეირა, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

სეხუდო: ომალის საჩემპიონო გზა გაუმარტივეს, ეს უსამართლობაა

ჰენრი სეხუდოს მიაჩნია, რომ შონ ო'მალი UFC-ის ჩემპიონი დაუმსახურებლად იყო.

წარმოშობით მექსიკელი მებრძოლი თვლის, რომ ორგანიზაციაში ყველას ერთნაირი გზის გავლა არ უწევს და ზოგიერთისთვის შედეგის მიღწევა უფრო მარტივია.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევადგინოთ მებრძოლების სია, რომლებიც გახდნენ UFC-ის ჩემპიონები და ვნახოთ, როგორ გააკეთეს ეს. მაგალითად, შონმა თავისი გზა ისე არ გაიარა, როგორც ეს ჩვენ მთელი ჯოჯოხეთის გავლით გავაკეთეთ.

ის რეალურად ტოპ 10-ის მებრძოლი არ ყოფილა იქამდე, სანამ ალჯამეინ სტერლინგი არ დაამარცხა. თუმცა ამჯერად, შონი გადაეყარა მებრძოლს, რომელიც კარგად არის მომზადებული (დვალიშვილს გულისხმობს).

როდესაც ასეთი მებრძოლები ხვდებიან ბიჭებს, რომლებსაც შეუძლიათ შერეული სტილით იჩხუბონ, ეს ყველაფერს ცვლის. შონს ტიტულის მოპოვებისკენ უბიძგეს, მას ხელი შეუწყვეს.

მე ვიტყვი, რომ იგივე ხდება ალექს პერეირასთან დაკავშირებით. მაგრამ რა ხდება, როცა ის ანკალაევის მსგავს ბიჭს აწყდება, რომელიც „სტენდ-აფში“ საშიშია და ბრძოლა შეუძლია? და სწორედ ამიტომ მე არ ვამატებ, არ ვთვლი მსგავს მებრძოლებს Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში“.

- განაცხადა სეხუდომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები