თოფურია: ვერავინ გამიძლებს, ჩემი მეტოქეები ამას მიჩვეულები არ არიან
ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის ნოკაუტში გაშვებას დაჰპირდა. ბოლო რამდენიმე კვირაა ორივე მებრძოლმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბარი აქტიურად დაიწყო.
„ყველაფერი იქნება როგორც ყოველთვის. როგორც კი მაქსი გადაწყვეტს ნამდვილი ბრძოლის დაწყებას და გაცვლას მოაწყობს, ბრძოლა დასრულდება.
არავის მოუნდება ჩემთან ვაჭრობა, არა მხოლოდ ჩემი ძალის გამო, არამედ იმ ტექნიკის გამო, რომელსაც ყველა მოძრაობაში ვიყენებ. გესმით რასაც ვამბობ?
ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს. ტემპის ცვლილება, რასაც მე ვაკეთებ, არის ის, რასაც ისინი არ არიან მიჩვეულები. ისინი არ არიან მიჩვეულები ასეთ სტილში თამაშს.
ამიტომ, როგორც კი მაქსი ბრძოლის დროს თითს დაბლა დაწევს, ყველაფერი დასრულდება“.
- განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ UFC 308-ზე ქარდის მთავარი ბრძოლა სწორედ თოფურია ჰოლოუეის დაპირისპირება იქნება.