„კვარას დაუფიქრებლად მოვიპარავდი“ - იუვენტუსის ყოფილი ხელმძღვანელი
იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.
„კონტეს დღევანდელი გუნდი ჩემში სიმპათიებს იწვევს. ეს კარგად დაკომპლექტებული კოლექტივია. ვის მოვიპარავდი დღევანდელი ნაპოლიდან? პასუხი აბსოლუტურია და ერთია - კვარაცხელიას! მე ის ძალიან მომწონს. ხვიჩა იუვენტუსისთვის არაჩვეულებრივ რაღაცებს გააკეთებდა.
ასევე ვიტყვი ლუკაკუს, რომელიც არის ფეხბურთელი, რომელსაც ბალანსის შეცვლა შეუძლია და ამას დამოუკიდებლად აკეთებს. შემთხვევითი არ არის, რომ კონტე მის დამატებას ნებისმიერ ფასად ითხოვდა.
ბრემერს, გატის და დანილოს თავდაუზოგავად შრომა მოუწევთ, რომ კვარასა და ლუკაკუს შეჩერება შეძლონ.
ნეაპოლელთა ბოლო სატრანსფერო ფანჯარა ჩემთვის მოულოდნელი იყო“.
- ციტირებს ჯილის სიტყვებს რადიო Punto Nuovo.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა შაბათს ჩვენი დროით 20:00 საათზე გაიმართება.