„ქართველმა ბიჭმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა“ - იტალიური მედია
იტალიურმა oggisportnotizie-მ „ემპოლის“ სტარტის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ტოსკანურმა კლუბმა სერია A-ს საწყის 4 ტურში 3 ფრე ითამაშა და 1 მოიგო.
ვებ გვერდი საბა გოგლიჩიძის შესახებაც წერს და მისი თამაშით აღფრთოვანებას გამოხატავს.
„რობერტო დ’ავერსას ემპოლის მიმდინარე სეზონში საამაყო მოგება აქვს რომში ოლიმპიკოზე რომასთან, ასევე სამი ფრე, მათ შორის ბოლო იუვენტუსთან. ტოსკანურმა კლუბმა ჩემპიონატი ასე დაიწყო და რაშია მათი საიდუმლო?
მათმა უკანა ხაზმა 4 ტურში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, ისიც სტუმრად. მათი მცველები საკუთარ კედლებში უნაკლოდ თამაშობენ. მეკარე დევიდ ვასკესის კი უკანახაზელებთან ჩინებულად არის შეთამაშებული.
რაც შეეხება მათი დაცვის ტრიოს - ვიტი-სიმაილი-გოგლიჩიძის სამეულმა სერია A-ს სტარტზე ბრწყინვალე მატჩები ჩაატარეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ემპოლის სირთულეები არ ჰქონია, ან მათი კარისკენ არ დაურტყამთ, მაგრამ ამ სამეულმა დამაჯერებელი თამაშით გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.
ისმაილიმ და ვიტიმ დამაჯერებლად ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ ითამაშეს, როგორებიც ვლაჰოვიჩი და დიბალა არიან. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გოგლიჩიძე. ქართველმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვალუკევიჩის წასვლის შემდეგ, დ’ავერსამ ის აირჩია და მარჯვენა ცენტრალურ მცველად გაამწესა. ვნახოთ რას იზამს ახალგაზრდა მცველი და გახდება თუ არა მთავარი საყრდენი მწვრთნელის იერარქიაში“.
- წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ წინააღმდეგ საბა გოგლიჩიძემ კვლავ მარჯვენა ცენტრალურ მცველად ითამაშა, მისი 46 პასიდან 40 ზუსტი იყო (87 პროცენტი). 5 გრძელი გადაცემა შეასრულა, 3 ზუსტი იყო. მინდორზე 6 ორთაბრძოლიდან 4 მოიგო. მეტოქის დარტყმა ერთხელ დაბლოკა და ბურთი ერთხელ „ამოიტანა“, საჯარიმოში სიტუაცია განმუხტა.