კახა კალაძე
Aa
Aa

„მილანი ჩემს გულშია“ | კალაძე ჩემპიონთა ლიგაზე და როსონერიში გატარებულ წლებზე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და „მილანის“ ექსფეხბურთელმა კახა კალაძემ „როსონერის“ ოფიციალურ ტელეარხთან ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელობაზე და „მილანში“ გატარებულ წლებზე ისაუბრა.

კალაძემ ასევე გაიხსენა, როგორ ზეიმობდა გუნდი 2003 წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას.

„სიტყვებით რთულია იმის გადმოცემა, თუ რას გრძნობ, როდესაც ჩემპიონთა ლიგას იგებ. ყველა ბავშვი, რომელიც ფეხბურთელობაზე ოცნებობს, ასევე ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, ეს ტურნირი „მილანთან“ ერთად ორჯერ მომეგო - ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ.

„მილანმა“ ძალიან ბევრი რამ მომცა - როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს. როსონერის მაისურით მოვიგე ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო: ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი, სკუდეტო, იტალიის თასი - ყველაფერი. ამაყი ვარ, რომ როსონერის მაისურით ვითამაშე.

ყველა თამაში მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე - როდესაც პირველად ლიგა მოვიგეთ, სასტუმროში დავბრუნდით და ვერ დავიძინეთ. სასტუმროსთან დიდი მოედანი იყო და იქ ფეხბურთს ვთამაშობდით. ემოციებით აღსავსე ვიყავით და მთელი ღამე ფეხბურთს ვთამაშობდით.

დიდი ფეხბურთელები გვყავდა, მაგრამ ერთი ოჯახი ვიყავით. ასევე დიდი შედეგები გვქონდა - თითქმის ყველაფერი მოვიგეთ. ეს შესანიშნავი 10 წელი იყო. ფეხბურთის გარეშე ვერ ვცხოვრობ, „მილანი“ ჩემს გულშია და როდესაც შესაძლებლობა მეძლევა, „სან-სიროზე“ ჩავდივარ. „მილანისთვის“ და მისი ფანებისთვის ჩემპიონთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანია. ვგულშემატკივრობ „მილანს“ და იმედი მაქვს, რომ ერთად ვიზეიმებთ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას“.

კალაძე მილანში 2001-2010 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი, თითოჯერ კი სერია ა, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რივალდო, კაკა და სხვები | ლეგენდების მატჩის შემადგენლობები ცნობილია
რივალდო, კაკა და სხვები | ლეგენდების მატჩის შემადგენლობები ცნობილია