დაჩი ლორთქიფანიძე კრემონეზეს განაცხადში მოხვდა
იტალიურმა „კრემონეზემ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი და 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე იცავენ, „კატანცაროს“ წინააღმდეგ მატჩის წინ განაცხადი გამოაქვეყნა.
სერია ბ-ს მატჩის განაცხადში პირველად მოხვდა ლორთქიფანიძე, რომელიც აქამდე მხოლოდ „კრემონეზეს“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. დაჩი „კრემონეზეს“ აკადემიის აღზრდილია, მანამდე კი „ატალანტაში“ თამაშობდა. მიმდინარე წლის აგვისტოში დაჩიმ „კრემონეზესთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2027 წლამდეა გათვლილი.
რაც შეეხება ლოჩოშვილს, ის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო გუნდს კვლავ ვერ ეხმარება. ქართველმა მცველმა „პალერმოსთან’’ წაგებული მატჩის შემდეგ არბიტრს ზურგის არეში ხელი ჰკრა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო, სადისციპლინო კომიტეტმა კი მომენტი განიხილა და ლუკა მკაცრად დასაჯა.
„კატანცარო“-„კრემონეზეს“ მატჩი 20 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.
???? Serie BKT
— U.S. Cremonese (@USCremonese) September 19, 2024
???? #CatanzaroCremonese
Sono 2️⃣1️⃣ i grigiorossi ????❤️convocati
???????? https://t.co/f9HIffcUQU#AmarsiAncora #forzagrigiorossi #DaiCremo #SerieBKT #Cremonese #CatCre #CatanzaroCremonese pic.twitter.com/AoVEeR9MDo