ჯეი ემანუელ-ტომასი
Aa
Aa

არსენალის ექს-ფეხბურთელი დაკავებულია - ტომასი ნარკოტიკებს ასაღებდა

ჯეი ემანუელ-ტომასი, რომელიც „არსენალის“ აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბის შემადგენლობაში თავის დროზე 6 მატჩი აქვს ჩატარებული, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. 2 სექტემბერს დილით, ბრიტანელმა მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს მარიხუანის შემცველი რამდენიმე ჩემოდანი, რომლებიც ლონდონის სტენსტედ აეროპორტში ბანგკოკის რეისით ჩავიდა. აღმოჩენილი ნარკოტიკების ღირებულება კი 600 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი და რამდენი მუხლით წაუყენებენ ბრალდებას 33 წლის ვეტერან ფეხბურთელს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში შოტლანდიის მეორე ლიგის წარმომადგენელ „გრინოკ მორტონის“ ღირსებას იცავდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაციები საქმესთან დაკავშირებით არ ვრცელდება, თუმცა ის ფაქტია, რომ ემანუელ-ტომასს ანალიზები ჩაუტარდება და დადგინდება, თავადაც მოიხმარდა თუ არა ნარკოტიკს და თუ დადებითი პასუხი იქნება, ბუნებრივია ბრალდება დამძიმდება.

შოტლანდიური კლუბის ხელმძღვანელებმა, სადაც ის ასპარეზობს, სპეციალური კომენტარის გაკეთებისგან დეტალების გასაჯაროვებამდე თავი შეიკავეს და ფეხბურთელს დროებით კონტრაქტი გაუწყვიტეს. თავად ტომასის ადვოკატმა კი პროკურორს მისი კლიენტის საპროცესო გარიგებით გამოშვების თაობაზე მიმართა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1.3 ტონა კოკაინის კონტრაბანდა - ქვინსი პრომესს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
1.3 ტონა კოკაინის კონტრაბანდა - ქვინსი პრომესს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა