ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სისტემური უხეშობა კვარას წინააღმდეგ“ - Il Mattino იუვენტუსთან მატჩზე

„სისტემური უხეშობა კვარას წინააღმდეგ“ - Il Mattino „ნაპოლი“- „იუვენტუსის“ მატჩზე წერს, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება.

გამოცემა ყურადღებას ქართველ ფეხბურთელზე ამახვილებს და წერს, რომ მცველები ყველაფერს აკეთებენ მის შესაჩერებლად.

„წარსული ყველაფერზე ნათლად მეტყველებს: ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „იუვენტუსთან“ თამაშებზე რეგულარულად იყო უხეშობები და არც შაბათის მატჩი იქნება განსხვავებული: ტიაგო მოტას გაწვრთნილები ყველა ძალისხმევას გამოიყენებენ ქართველი თავდამსხმელის შესაჩერებლად, მათ შორის მძიმე მეთოდებს მის გასანეიტრალებლად“, - წერს გამოცემა.

მანამდე იგივე თემაზე ილაპარაკა რადიო Kiss Kiss Napoli-ის ჟურნალისტმა კარლო ალვინომ და თქვა, რომ ხვიჩას წინააღმდეგ ზღვარსგადასული უხეშობაა, რაც მიუღებელია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩას წინააღმდეგ უხეშობას აპროტესტებენ, თუმცა უკვე მესამე სეზონია გრძელდება და არბიტრები მსგავს უხეშ ქმედებებს ხშირ შემთხვევაში ატარებენ.

ანტონიო კონტეს გუნდი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ შეხვედრას 21 სექტემბერს გამართავს. მატჩი საქართველოს დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და თავი 2-2 გოლითა და ასისტით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალვინო: არა კვარაზე ნადირობას! მცველები მას ტერფში გამიზნულად ურტყამენ
ალვინო: არა კვარაზე ნადირობას! მცველები მას ტერფში გამიზნულად ურტყამენ