კრიშტიანუ რონალდუ, ლუიშ კაშტრუ, გვიდო ფიენგა
Aa
Aa

„კრიშტიანუ არ გვაკონტროლებს, მას ვენდობით“ - ალ-ნასრიში თავს იმართლებენ

ორი დღის წინ „ალ ნასრის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუიშ კაშტრუ გადააყენეს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2023 წლის ზაფხულში, კრიშტიანუ რონალდუს უშუალო რეკომენდაციით დაინიშნა. თუმცა, მოხდა ისე, რომ გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო და წლევანდელი გათამაშებაც საშინლად დაიწყო - საუდის არაბეთის ჩემპიონატის საწყის ხუთ ტურში კრიშტიანუმ და მისმა თანაგუნდელებმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს, მეშვიდე პოზიციაზე არიან და ლიდერს უკვე 4 ქულით ჩამორჩებიან. „ალ ნასრს“ სახარბიელო დასაწყისი არც სხვა ტურნირებზე გამოუვიდა და ქვეყნის სუპერ თასზე „ალ-ჰილალთან“ 1:4 წააგო, ხოლო აზიის ჩემპიონთა ლიგაში ირანის „ალ შორტას“ 1:1 დაუზავდა.

რატომ დანიშნეს ასეთი მსხვილი ბიუჯეტის მქონე კლუბის წარმომადგენლებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლუიშ კაშტრუ მხოლოდ და მხოლოდ იმისა გამო, რომ კრიშტიანუ რონალდუს „რეალი“ – „შახტარის“ 2020 წელს გამართული თამაშებისას მასზე კარგი შთაბეჭდილება დარჩა - ასეთ შეკითხვებზე მოუწია პასუხების გაცემა „ალ-ნასრის“ გენერალურ დირექტორს გვიდო ფიენგას, რომელმაც აღნიშნა, რომ კრიშტიანუ მათი კაპიტანი და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია არამხოლოდ ტექნიკურ-სათამაშო თვალსაზრისით, არამედ მოედანსა და მის მიღმა ქცევის გათვალისწინებით. ფიენგას თქმით, რონალდუ მათ გუნდს არ აკონტროლებს, მაგრამ ნათელი მომავლის შესაქმნელად მისგან რჩევებს იღებენ, როგორ მოიქცნენ, რა მიზნები დაისახონ და როგორ იქცეს „ალ-ნასრი“ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გუნდან.

შეგახსენებთ, რომ „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლუიშ კაშტრუ სტეფანო პიოლიმ შეცვალა, რომლის ბოლო სამუშაო ადგილიც „მილანი“ გახლდათ და ლომბარდიულ გრანდს 11-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონის ტიტული მეცხრამეტედ მოაპოვებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: მწვრთნელობა არ მსურს, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან
რონალდუ: მწვრთნელობა არ მსურს, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან