ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიანო ჯუნტოლი, ჯოვანი მანა, კენან ილდიზი
Aa
Aa

კვარა და ილდიზი - იუვე-ნაპოლის დაპირისპირების საინტერესო აქცენტი

შაბათს იტალიის სერია ა-ში დიდი მატჩია - „იუვენტუსი“ ტურინში „ნაპოლის“ უმასპინძლებს, გამოცემა Napoli Piu კი ამ დაპირისპირების კიდევ ერთ ასპექტზე - ხვიჩა კვარაცხელიასა და კენან ილდიზის დუელზე ამახვილებს ყურადღებას.

რას წერს გამოცემა:

„ერთ მოედანზე პროტაგონისტების როლში ორი ნიჭიერი ფეხბურთელი იქნება: „ნაპოლიში“ სახელმოხვეჭილი ხვიჩა კვარაცხელია და „იუვეს“ ახალი იმედი კენან ილდიზი. ამ ორი ამომავალი ვარსკვლავის უკან არის ისტორია, რომელიც ორი გუნდის სპორტულ დირექტორებს - ჯოვანი მანას და კრისტიანო ჯუნტოლის აერთიანებს.

2022 წელს ნეაპოლში კვარა სწორედ ჯუნტოლიმ ჩაიყვანა. ქართველი გუნდის ერთ-ერთ ბურჯად იქცა და „ნაპოლის“ სკუდეტო მოუტანა. დღეს კრისტიანო ჯუნტოლი „იუვენტუსშია“.

მეორე მხრივ, 19 წლის თურქმა შემტევმა ილდიზმა ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს წინააღმდეგ გაიბრწყინა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მისი აღმოჩენა „ნაპოლის“ ამჟამინდელი სპორტული დირექტორის, ჯოვანი მანას დამსახურებაა, რომელიც მაშინ ტურინული კლუბის სტრუქტურაში მუშაობდა.

„იუვენტუსი“-„ნაპოლის“ მატჩი 21 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სატურნირო ცხრილში „ნაპოლი“ 9 ქულით მეორე ადგილზეა და მეოთხე ადგილოსან „იუვენტუსს“ 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: “გოგლიჩიძე ჩვენს შორეულ გულებში უკვე ჩაიძირა“
იტალიური მედია: “გოგლიჩიძე ჩვენს შორეულ გულებში უკვე ჩაიძირა“