თოფურია: „ომალიზე და პიმბლეტზე უბრძოლველადაც უკეთესი ვარ“
შონ ომალი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის ჩანიშვნამდე და მასთან უშანსოდ დამარცხებამდე ხშირად დაუფარავად გამოხატავდა ილია თოფურიასთან ჩხუბის სურვილს. 29 წლის „შუგა“ ჯერ კიდევ თოფურია-ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლამდე აღნიშნავდა, რომ თუ ქართველი ავსტრალიელს დაამარცხებდა, მას სიამოვნებით დაუპირისპირდებოდა. მაშინდელი სიტყვები ილიას ახლა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს გაახსენეს და მისგან საინტერესო პასუხი მიიღეს.
რა თქვა თოფურიამ
როგორც შონ ომალი, ასევე პედი პიმბლეტი ჩემთან ბრძოლის ღირსები არ არიან და შეხვედრის დაწყებამდეც დამარცხებულებად მივიჩნევ. რაში მჭირდება ოქტაგონზე გასვლა და ამ ორთან ჩხუბი მაშინ, როდესაც ზუსტად ვიცი, რომ როგორც ერთს, ასევე მეორეს აღვემატები. სწორი ვარჯიში გარდა, სპორტსმენს საკუთარი მომავლის სწორად დაგეგმვაც უნდა შეეძლოს და ომალი-პიმბლეტის დუეტიდან არც ერთთან ჩხუბს არ ვაპირებ.
შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო ქამრის დაცვისთვის პირველ ბრძოლას ილია თოფურია 27 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში მაქს ჰოლოუეისთან გამართავს. ომალი კი რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილთან დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დათმო.