ივან პერიშიჩი პსვ-ში გადავიდა
ხორვატი ფეხბურთელი, ივან პერიშიჩი პსვ-ში გადავიდა. ოფიციალური განცხადება თავად ნიდერლანდურმა კლუბმა გაავრცელა.
35 წლის გარემარბმა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, პსვ-სთან კონტრაქტი 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.
პერიშიჩის ბოლო კლუბი „ჰაიდუკი“ იყო, რომელიც მან ჯენარო გატუზოსთან კონფლიქტის გამო დატოვა.
სხვადასხვა დროს ხორვატი „ბრიუგეში“, „ინტერში“ და „ბაიერნში“ თამაშობდა.