თემურ ქეცბაია
Aa
Aa

კვიპროსის ნაკრებიდან წასულ ქეცბაიას ახალი მსურველი ჰყავს

კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასულ თემურ ქეცბაიას ახალი მსურველი ჰყავს - კვიპროსული მედიის ინფორმაციით, 56 წლის ქართველმა სპეციალისტმა შესაძლოა „კარმიოტისა“ ჩაიბაროს.

ლიმასოლის „კარმიოტისას“ ამჟამად სოფრონის ავგუსტი წვრთნის, რომელიც კვიპროსის ნაკრების თავკაცის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა. იმ შემთხვევაში, თუ ავგუსტი ნაკრებს ჩაიბარებს, კლუბში მისი ადგილი შესაძლოა ქეცბაიამ დაიკავოს. აღსანიშნავია, რომ „კარმიოტისას“ ღირსებას 28 წლის ქართველი შემტევი, მათე კვირკვია იცავს.

კვიპროსული მედიის ცნობით, „კარმიოტისა“ სხვა ადგილობრივი მწვრთნელების მოწვევის შესაძლებლობასაც განიხილავს, თუმცა მათთან შედარებით ქეცბაიას შანსები უფრო მაღალია.

ყველაფერი უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს: კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, ნაკრები კი 12 ოქტომბერს რუმინეთს უნდა შეხვდეს და კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციაში სურთ, რომ ამ მატჩისთვის ეროვნული გუნდი უკვე სოფრონის ავგუსტიმ მოამზადოს.

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტურში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი საკუთარ მოედანზე კოსოვოს დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დამარცხდა. 2 ტურის შემდეგ, კვიპროსის ნაკრებს ერთა ლიგის C ლიგის ჯგუფში 3 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება.

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ეროვნული ნაკრები 13 სექტემბერს დატოვა. ის კვიპროსის ნაკრებში 2022 წლიდან მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პრობლემა ბევრია, ნეტა, მხოლოდ ერთი იყოს...“ - ქეცბაია კოსოვოსთან განადგურების შემდეგ
„პრობლემა ბევრია, ნეტა, მხოლოდ ერთი იყოს...“ - ქეცბაია კოსოვოსთან განადგურების შემდეგ