მანჩესტერ სიტი, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

სიტი რეკორდთან ახლოს - ერთი ნაბიჯი იუნაიტედამდე

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება „მანჩესტერ სიტიმ“ გამარჯვებით ვერ დაიწყო და საკუთარ სტადიონზე „ინტერთან“ ნულოვან ფრეს დასჯერდა, მაგრამ „ქალაქელებმა“ შთამბეჭდავი სვლა განაგრძეს და ტურნირზე წაუგებელი სერია 24 მატჩამდე გაზარდეს. მართალია, შარშან გათამაშების მეოთხედფინალში მანჩესტერელები მადრიდის „რეალთან“ დამარცხდნენ, მაგრამ 11-მეტრიანების სერიაში წაგება ოფიციალურ ნუსხაში არ შეაქვთ და მხოლოდ ძირითად დროში დაფიქსირებული შედეგები აღირიცხება.

„სიტისთვის“ კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო გახლავთ ის ფაქტი, რომ ამ მხრივ ერთპიროვნული რეკორდსმენი მათი თანაქალაქელი „მანჩესტერ იუნაიტედია“ (25 წაუგებელი თამაში) და ყველაზე პრინციპული მეტოქის მიღწევის გამეორებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, პეპ გუარდიოლას მომზადებული გუნდი 1 ოქტომბერს, ბრატისლავაში ადგილობრივ „სლოვანს“ შეხვდება და გურამ კაშიას და მისი თანაგუნდელების დამარცხების შემთხვევაში, „იუნაიტედის“ მიერ 2007-2008 წლებში დამყარებულ რეკორდს გაიმეორებს.

„ინტერთან“ შეხვედრაში შეცვალეს „მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი ლიდერი კევინ დე ბრუინი, რომელსაც როგორც გუარდიოლამ აღნიშნა, ტრავმა აქვს და შეძლებს თუ არა „არსენალთან“ საშინაო მატჩამდე გამოჯანმრთელებას, რომელიც კვირას, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - სელტიკმა სლოვანი გაანადგურა
კაშიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - სელტიკმა სლოვანი გაანადგურა