მოვსარ ევლოევი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

ალჯო სტერლინგი მოვსარ ევლოევთან ბრძოლას ჩაეხსნა

ყოფილი ჩემპიონი და მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი, ალჯამეინ სტერლინგი UFC 307-ზე აღარ იასპარეზებს, სადაც მას მოვსარ ევლოევთან უნდა ეჩხუბა.

როგორც თავად ალჯომ განმარტა, ამის მიზეზი ტრავმა გახდა.

„სამწუხაროდ, ცუდი ამბავი უნდა გითხრათ - UFC 307-ზე ვეღარ გამოვალ. სპარინგის დროს ტრავმა მივიღე, რომელიც ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა UFC-ს სამედიცინო პერსონალი მივიდა დასკვნამდე, რომ მე სრულფასოვნად ვერ ვიბრძოლებ.

ბოდიშს ვიხდი მოვსარისა და მისი გუნდის წინაშე. ამ ბრძოლას მოუთმენლად ველოდი. თუ ისევ გინდა ჩემთან ბრძოლა, მე მალე დავბრუნდები. ჩვენ შეგვიძლია დეკემბერში შევხვდეთ“, - თქვა ალჯომ მიმართვაში.

სტერლინგისა და ევლოევის ბრძოლა 5 ოქტომბერს, Vivint Arena-ზე უნდა გამართულიყო. შეგახსენებთ, რომ ალჯომ ქამარი მერაბის მეტოქესთან, შონ ომალისთან დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარმა ყველას უბრუნდება“ - ალჯო მერაბის ჩემპიონობის შემდეგ
„კარმა ყველას უბრუნდება“ - ალჯო მერაბის ჩემპიონობის შემდეგ