გიორგი ხარაიშვილი კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს
გიორგი ხარაიშვილმა თურქული „ქოჯაელისპორი“ დატოვა და კარიერას აზერბაიჯანის „სუმგაითში“ გააგრძელებს.
აზერბაიჯანული კლუბის ინფორმაციით, 28 წლის ქართველმა კლუბთან კონტრაქტი 1+2 სქემით გააფორმა. ხარაიშვილი „სუმგაითში“ 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ხარაიშვილი „ქოჯაელისპორში“ მიმდინარე წლის თებერვალში გადავიდა, მანამდე კი „ფერენცვაროშში“, თბილისის „დინამოში“, „გიოტებორგსა“ და „საბურთალოში“ უთამაშია.
„სუმგაითი“ ამჟამად აზერბაიჯანის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზეა.
✍️???? “Sumqayıt” FK ötən mövsümü Türkiyənin "Kocaelispor" klubunda keçirmiş gürcüstanlı futbolçu Giorgi Karaişvili ilə 1+2 illik müqavilə imzalayıb. 28 yaşlı yarımmüdafiəçi komandamızda 12 nömrəli formada çıxış edəcək ????⚪#sumqayıtfk #sumgaitfc #böyükşəhərintəkkomandası pic.twitter.com/82xhGP2cra
— Sumqayıt FK (@SumqayitFC) September 18, 2024