„ხმა უნდა ავიმაღლოთ...“ | კარვახალი გადატვირთულ კალენდარზე
გადატვირთულ საფეხბურთო კალენდარსა და მატჩების რაოდენობის გაზრდას მადრიდის „რეალის“ ვიცე-კაპიტანი, დანი კარვახალი გამოეხმაურა.
ვეტერანი ესპანელი არ გამორიცხავს, რომ ფეხბურთელებს გაფიცვა მოუწევთ.
„გაფიცვა ერთ-ერთი გამოსავალია. საბოლოო ჯამში, ფეხბურთელებს არავინ უსმენს, ამიტომ ხმა ჩვენ უნდა ავიმაღლოთ“.
გადატვირთული საფეხბურთო კალენდარი დიდი ხანია, განხილვის საგანი გახდა როგორც ფეხბურთელებში, ასევე მწვრთნელებში. მანამდე მატჩების გაზრდილი რაოდენობა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა, როდრიმ და კევინ დე ბრუინიმ და „ბარსელონას“ მცველმა ჟულ კუნდემ გააკრიტიკეს.
გადატვირთული კალენდრის თანმდევ პრობლემაზე ისაუბრა კარლო ანჩელოტიმაც. მადრიდის „რეალის“ თავკაცი მიიჩნევს, რომ ეს არის მთავარი ფაქტორი იმ მრავალრიცხოვანი ტრავმის, რომელიც მის გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან თან სდევს.