ადრიანო
Aa
Aa

გაცილება რვა წლის შემდეგ - ადრიანო ფეხბურთს დაემშვიდობება

წარსულში ცნობილმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ადრიანომ თავისი გამოსათხოვარი მატჩის ჩატარების დრო და ადგილი დააანონსა. მართალია რიბეირუ ლეიტეს უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრა რვა წლის წინ, 2016 წელს აქვს გამართული, მაგრამ გაცილების ცერემონიის ორგანიზება ახლაღა მოხერხდა და ის „მარაკანაზე“ მილანის „ინტერსა“ და „ფლამენგოს“ შორის შედგება, ანუ ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომელთა რიგებშიც ამ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს გამართული.

42 წლის ბრაზილიელმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივრებს აცნობა, რომ „ფლამენგო“ – „ინტერის“ მატჩი 15 დეკემბერს, „მარაკანაზე“ შედგება, სადაც  მონაწილეობის მიღებას თითქმის ყველა ის ფეხბურთელი შეძლებს, რომელთა მხარდამხარაც უთამაშია. თავად ადრიანო კი ერთ ტაიმს რიოს კლუბში, მეორეს კი მილანურ გუნდში ჩაატარებს. როგორც ბრაზილიელი აცხადებს, ხშირად სთავაზობდნენ ბოლო რვა წლის განმავლობაში ანალოგიური ფორმატის თამაშის გამართვას, მაგრამ თავად არ თანხმდებოდა.

„ფლამენგოს“ შემადგენლობაში გამართულ 92 მატჩში ადრიანოს ანგარიშზე 45 გოლია და 2009 წელს ის ბრაზილიის ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება მის „ინტერულ“ კარიერას, 177 შეხვედრაში 74 ბურთის გატანის გარდა, ლეიტე რიბეირუმ სკუდეტო ზედიზედ ოთხჯერ მოიგო და ორჯერ კოპა იტალიის გამარჯვებული გახდა. ბრაზილიის ნაკრებში ადრიანომ 2006 წლის მუნდიალზე იასპარეზა, ხოლო 2004 წელს კოპა ამერიკა და 2005 წელს კონფედერაციათა თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბიჭი ფაველადან, რომელიც იტალიაში იმპერატორი გახდა“ - მე ადრიანო ვარ
“ბიჭი ფაველადან, რომელიც იტალიაში იმპერატორი გახდა“ - მე ადრიანო ვარ