ლიონელ მესი, საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი
Aa
Aa

საბამ მესის გუნდს ისევ გაუტანა | ატლანტა მაიამის დაუზავდა

MLS-ის მორიგ ტურში საბა ლობჟანიძის „ატლანტამ“ საკუთარ მოედანზე ლიონელ მესის, სერხიო ბუსკეტსის, ჟორდი ალბასა და ლუის სუარესის „ინტერ მაიამი“ მიიღო. 

ანგარიში 29-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - „მაიამი“ წინ დავიდ რუისმა გაიყვანა, 56-ე წუთზე კი ანგარიში საბა ლობჟანიძემ გაათანაბრა. საქართველოს ნაკრების შემტევმა საჯარიმოში პოზიცია სწორად შეარჩია და პედრო ამადორის პასის შემდეგ თავური დარტყმით ბურთი „მაიამის“ მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა.

საბას გოლი „მაიამის“ კარში:

მალევე სტუმრები ლეონარდო კამპანიას გოლით ისევ დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს „ატლანტას“ ახალწვეულმა, ალექსეი მირანჩუკმა ლამაზი შორეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2. 

რაც შეეხება მესის, ის მოედანზე 61-ე წუთზე გამოვიდა, ალბა - 67-ე წუთზე, ხოლო სუარესი - მე-80 წუთზე. სერხიო ბუსკეტსი კი მწვრთნელმა დაასვენა - „ინტერ მაიამის“ პლეიოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.

30 მატჩის შემდეგ „ატლანტა“ MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციაზეა. ლობჟანიძის გუნდს პლეიოფის ზონისგან 1 ქულა აშორებს. მომდევნო მატჩს „ატლანტა“ 22 სექტემბერს „ნიუ იორკ რედ ბულსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის საუკეთესო მომენტები:

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჟი სათამაშო სქემაზე ჩამოყალიბდა | როგორ აისახება ეს მიქაუტაძეზე
საჟი სათამაშო სქემაზე ჩამოყალიბდა | როგორ აისახება ეს მიქაუტაძეზე