კაშიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - სელტიკმა სლოვანი გაანადგურა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბრატისლავის „სლოვანი“ გლაზგოში „სელტიკს“ ესტუმრა და უშანსოდ 1:5 დამარცხდა.
წყვილში ფავორიტად თავიდანვე ბრენდან როჯერსის გუნდი იყო მიჩნეული და გლაზგოელებმა მოლოდინი გაამართლეს. უამრავი მომენტი შექმნეს, რომელთაგან 4 გოლად აქციეს.
რაც შეეხება გურამ კაშიას, რომელსაც 37 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა, მატჩი ტრადიციულად სასტარტოდან დაიწყო და მოედანზე 90 წუთიც გაატარა და როგორც მთელს დაცვას და მთლიანად „სლოვანს“ კარგი მატჩი არ ჰქონია.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „სელტიკმა“ ტაიმი 1:0 მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ გლაზგოელებმა ვლადიმირ ვაისის გუნდის რბევა დაიწყეს და მათ კარში 4 გოლი გაიტანეს. „სლოვანმა“ მხოლოდ ერთის გატანა შეძლო.
მეორე ტურში გურამ კაშიას გუნდი 1 ოქტომბერს „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს.