მილანი, ედინ ტერზიჩი, პაულო ფონსეკა
Aa
Aa

ფონსეკას დღეები დათვლილია? - მილანი ახალ მწვრთნელს ეძებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, პაულო ფონსეკას მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შესაძლოა ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ამის მიზეზი, სეზონის სტარტზე ცუდი შედეგებია.

Goal.Com-ის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო. ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ ლეგენდარულმა შვედმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

შეგახსენებთ, რომ ზლატანის მოვალეობებში მწვრთნელის დანიშვნა და გათავისუფლება შედის. ფონსეკა კი სწორედ მან გადაიბირა.

რაც შეეხება პაულოს შემცვლელს, მილანი აქტიურად განიხილავს ედინ ტერზიჩის კანდიდატურას, რომელიც დორტმუნდიდან წასვლის შემდეგ, უგუნდოდ არის დარჩენილი. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული თქმა შეუძლებელია, თუმცა როსონერის ხელმძღვანელობა ტერზიჩის ვარიანტს მწვანე შუქს უნთებს.

შეგახსენებთ, რომ როსონერიმ სეზონი საშინლად დაიწყო. მილანმა სერია ა-ში 4 მატჩი გამართა, საიდანაც 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ამ მომენტისთვის, ფონსეკას გუნდი სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე იმყოფება და შემდეგ ტურში ინტერს დაუპირისპირდება.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კი საკუთარ კედლებში ლივერპულთან, უშანსოდ 1:3 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: ლეაუს 5 წელიწადში 7 კარგი მატჩი აქვს, ის მოდელია და არა ფენომენი
კასანო: ლეაუს 5 წელიწადში 7 კარგი მატჩი აქვს, ის მოდელია და არა ფენომენი