ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: დიახ, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია

ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის წინ პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს ტურნირის მოგება შეუძლია.

„მე ვთქვი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია? დამიჯერეთ, დიახ ეს ვთქვი. დიდ კლუბებს სურთ ტიტულების მოგება და ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ტურნირია. ჩვენ უნდა ვითამაშოთ უმაღლეს დონეზე და მზად უნდა ვიყოთ საუკეთესოების წინააღმდეგ სათამაშოდ. თუ 100%-ით არ ხარ ორიენტირებული, ამ ტურნირზე შენი ადგილი არ არის.

გუნდის სათამაშო ხარისხი და მონდომება გასაოცარია. დიახ ოლმო გამოგვაკლდა და მისი დონის მოთამაშის შეცვლა ყოველთვის რთულია, თუმცა ეს რეალობა უნდა მივიღოთ და გადავეწყოთ.

ლა მასიით გაოცებული ვარ. ახალგაზრდა მოთამაშეები ბევრს გვმატებენ.

ანსუ ფატი დაგვიბრუნდა და ის სათამაშოდ მზად არის. ვიცი მას სად უყვარს თამაში, მაგრამ არ გეტყვით, თუ სად გამოვიყენებ მას ხვალ“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „მონაკოს“ ესტუმრება. მატჩი ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუნდე: ფეხბურთელების გაფიცვის დრო მოვა - სეზონში 70 მატჩი სიგიჟეა
კუნდე: ფეხბურთელების გაფიცვის დრო მოვა - სეზონში 70 მატჩი სიგიჟეა