კუნდე: ფეხბურთელების გაფიცვის დრო მოვა - სეზონში 70 მატჩი სიგიჟეა
ჟიულ კუნდე ეთანხმება როდრის და ფეხბურთელების გაფიცვის საკითხზე მის მოსაზრებას იზიარებს.
„მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა აღიარა, რომ ფეხბურთელები გადატვირთული კალენდრის გამო გაფიცვას აპირებდნენ: „ჩვენ ახლოს ვართ. სეზონში 70-80 მატჩი უკვე ზედმეტია. თუ ხალხს სურს საუკეთესო ფეხბურთის ნახვა, ჩვენ უნდა დავისვენოთ“.
„ფეხბურთელები და მწვრთნელები ამაზე საუბრობენ... მოვა გაფიცვის დრო, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რათა გადაწყვეტილების მიმღებმა ადამიანებმა მოგვისმინონ. უფრო და უფრო მეტი დაზიანებებია და დასვენებისთვის დრო სულ უფრო ნაკლები რჩება. როცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშობ, კიდევ უფრო მეტი მატჩია და კიდევ ნაკლები დრო დასვენებისთვის. სეზონში 70 მატჩი. ეს გიჟია.
ცვლილებები არ მომხდარა, რადგან ორგანიზებულობა გვაკლია. სხვადასხვა ქვეყანაში პროფკავშირები არსებობს. მახსოვს, რომ საფრანგეთში ძლიერი პროფკავშირია. მაგრამ ჩვენ გვაკლია ორგანიზაცია ერთიანი ფრონტის წარმოსაჩენად. ასე ეფექტურობა უფრო მაღალი იქნება, თუ ინიციატივა ერთი ორგანიზაციისგან წამოვა, რომელიც ბევრ მოთამაშეს გააერთიანებს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და მოვაწყოთ ეს“,
- განაცხადა „ბარსელონას“ მცველმა.