მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, დეივისონ ფიგერედო
Aa
Aa

„ფიგერედოსთან ბრძოლა იმიტომ მინდა, რომ...“ – მერაბის განმარტება

რამდენიმე დღის წინ, „მანქანამ“ თქვა, რომ სურს შემდეგი ბრძოლა ბრაზილიელ დეივისონ ფიგერედოსთან გამართოს, ახლა კი ამის მიზეზი განმარტა.

შონ ომალის დამარცხებისთანავე, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა აქტუალური თემაა, განსაკუთრებული აქცენტი კი უმარ ნურმაგომედოვზე კეთდება.

„ფიგერედოსთან ბრძოლა იმიტომ მინდა, რომ მასზე გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ექნება. ის გაცილებით საშიში მეტოქეა და მასთან ჩხუბი უფრო მეტ შთაგონებას მაძლევს, ვიდრე უმართან ბრძოლა. მე საუკეთესოებს შორის საუკეთესოებთან ვჩხუბობ. მე ვიბრძოლე ჟოზე ალდოსთან, პიოტრ იანთან, ჰენრი სეხუდოსთან. თქვენ ფიქრობთ, რომ მე მეშინია ან მეტოქეებს ვირჩევ ჩემთვის? ეს ასე არ არის“, - განაცხადა დვალიშვილმა.

მანამდე „მანქანას“ მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა განაცხადა, რომ უმარ ნურმაგომედოვი „ქამრისთვის ჩხუბს ჯერ არ იმსახურებს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.

მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარლონ ვერა: ომალის მერაბის დასამარცხებლად ეს უნდა გაეკეთებინა
მარლონ ვერა: ომალის მერაბის დასამარცხებლად ეს უნდა გაეკეთებინა