კასანო: ლეაუს 5 წელიწადში 7 კარგი მატჩი აქვს, ის მოდელია და არა ფენომენი
ანტონიო კასანომ რაფაელ ლეაუ და „მილანის“ ლიდერები გააკრიტიკა. ვეტერანმა ფეხბურთელმა განსაკუთრებით სწორედ პორტუგალიელი ფეხბურთელი მოიხსენია აუგად, რომელსაც ტოპ ფეხბურთელად არ თვლის.
„დე კეტელარე ლეაუზე 10-ჯერ ძლიერია. მალდინიმ მოიყვანა ვარსკვლავი, მაგრამ კარდინალემ ის სამი წუთის შემდეგ აითვალწუნა. ეს ბიჭები მთვარიდან ჩამოვიდნენ და სურთ მნიშვნელოვნები იყვნენ. ფეხბურთი ასე არ მუშაობს, ეს არ არის ამერიკა.
არაკომპეტენტური ადამიანები ლეაუს ფენომენად თვლიან და დე კეტელარეს ანადგურებენ. ვენეციის წინააღმდეგ მატჩში მან (ლეაუმ) შედეგი 30 წუთში დადო - და ამიტომ ისევ ვარსკვლავი და ფენომენი გახდა? არა, ის ყოველთვის ერთი და იგივე მოთამაშეა. გადაფასებული.
პრობლემა ისაა, რომ ატალანტელი ბელგიელი კარგი ბიჭია, მეორე კი მღერის, მოდელობას ცდილობს, უკუღმა შებრუნებულ ქუდს ატარებს, დროდადრო დარბის და ფენომენად თვლიან. ლეაუ მე-6 წელია მილანშია და სულ მხოლოდ 7 კარგი მატჩი აქვს ჩატარებული.
სკუდეტოს მოგებამდე მხოლოდ 3-4 თვეში ვნახე მისგან ცოტა სტაბილურობა, ყველაფერი ისე იყო, როგორც დღეს. რატომ უნდა ვუწოდო მას ვარსკვლავი ან პოტენციური ვარსკვლავი, როდესაც მან ჩაატარა შვიდი წესიერი მატჩი და შემდეგ დანარჩენი 5 წლის განმავლობაში ცუდად თამაშობდა. ეს ჩემთვის გაუგებარია.
ის თმას იკრავს, ხდება მომღერალი და შემდეგ მოდელი, ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი დონის ფეხბურთელობა მისთვის არ არის. ის დარწმუნებულია, რომ ფენომენია, მაგრამ არ არის“,
- განაცხადა კასანომ Viva El Futbol-ის ეთერში.