ტრავმა სერიოზულია - ოდეგორი გაურკვეველი ვადით იუქმებს
ნორვეგიისა და ავსტრიის მატჩის დროს, მარტინ ოდეგორმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
თავდაპირველად დაზიანება რთული არ ჩანდა, მაგრამ მეთოფეების კაპიტანმა ტოტენჰემთან დაპირისპირება მაინც გამოტოვა.
დღეს კი ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნორვეგიელი ნახევარმცველის ტრავმა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა.
მარტინს ტერფის ერთ-ერთი ლიგატი აქვს დაზიანებული და გარკვეული პერიოდით უქმობა მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენს გამოტოვებს ოდეგორი, მაგრამ ერთი რამ ნათელია - უახლოეს პერიოდში მის დაბრუნებას არ უნდა ველოდოთ.