ბრწყინვალე დასაწყისი - დინამოს 19-წლამდელებმა ბუდუჩნოსტი დაამარცხეს
დინამოს 19-წლამდელები, უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველ შეხვედრაში, მონტენეგროს ჩემპიონს - „ბუდუჩნოსტს“ შეხვდნენ და ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.
ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი რაუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, საპასუხო შეხვედრა კი პოდგორიცაში 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
გოლები სამუშიამ, ცეცხლაძემ და ჩიქოვანმა გაიტანეს.
მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, „დინამო“ „ტრაბზონსპორს“ შეხვდება. მეორე რაუნდის მატჩები 23 ოქტომბერსა და 6 ნოემბერსაა ჩანიშნული.
იმ შემთხვევაში, თუ „დინამოს“ 19-წლამდელები მესამე რაუნდში გავლენ, მათი მეტოქე პეტაჰ-ტიკვას „მაქაბი“, მაკედონური „ბრერა შტრუმიცა“ ან ბოსნიური „სარაევო“ იქნება. მესამე რაუნდის მატჩები 27 ნოემბერსა და 11 დეკემბერს გაიმართება.