ოფიციალურად - იურიჩი რომას მწვრთნელია
დღეს ცნობილი გახდა, რომ რომამ დანიელე დე როსი დაითხოვა. ამის მიზეზი ჯალოროსის არასახარბიელო შედეგები იყო.
დე როსის გათავისუფლების შემდეგ, დედაქალაქურ კლუბს ორი მწვრთნელი დაუკავშირეს. თავდაპირველად საუბარი ედინ ტერზიჩზე იყო. მეორე ვარიანტად ივან იურიჩი განიხილებოდა.
როგორც ჩანს, ჯალოროსიმ არჩევანი ხორვატზე შეაჩერა. რომამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმდა და 49 წლის სპეციალისტი დედაქალაქურ გუნდში 2025 წლის ივნისამდე დარჩება. ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ 1 წლით შეეძლებათ. პრიორიტეტად იურიჩის ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება დასახელდა.
Ivan Juric è il nuovo responsabile tecnico dell'#ASRoma
— AS Roma (@OfficialASRoma) September 18, 2024
???? https://t.co/pNTrbkqsmz pic.twitter.com/2yXIGsy2JM
შეგახსენებთ, რომ ივანს იტალიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მანტოვას, კროტონეს, ჯენოას, ვერონას და ტორინოს წვრთნიდა.
რაც შეეხება დე როსის, მან გასულ სეზონში ჟოზე მოურინიო შეცვალა და კარგი შედეგებიც ჰქონდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ყველაფერი აირია.
4 ტურის შემდეგ, რომას 3 ქულა აქვს და მე-16 ადგილზე იმყოფება. 4 მატჩი, 3 ფრე, 1 წაგება - ასეთია ჯალორისის მიმდინარე სეზონის შედეგები.