იუვესთან კონტე ტაქტიკას შეცვლის? - რას წერს იტალიური მედია
სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლი იუვენტუსს დაუპირისპირდება. იტალიური გამოცემა Corriere dello Sport საინტერესო სტატიას გვთავაზობს.
ვიგებთ, რომ ანტონიო კონტე ვარჯიშზე ახალ სქემას ამუშავებს. არის ალბათობა, რომ იტალიელი სპეციალისტი ტურინული გრანდის წინააღმდეგ 4-3-3 სისტემას გამოიყენებს.
წყაროს ცნობით, ამის მიზეზი სკოტ მაკტომინაის ფაქტორია, რომელიც ნაპოლის გაცილებით მეტ სივრცეს მისცემს, ვიდრე ამას ანგისა აკეთებს.
ცნობილი გახდა, რომ ევრო თასების პარალელურად, ნაპოლი დღეში 2-ჯერ ვარჯიშობს. კონტე კი აქტიურად ამუშავებს 4-3-3 სისტემას. ის თვლის, რომ იუვენტუსისთვის ეს მოულოდნელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ კონტეს დანიშვნის შემდეგ ნაპოლი 3-4-2-1 ტაქტიკით თამაშობს, რაც ჯერჯერობით ამართლებს. 4-3-3 სისტემაში, წესით ხვიჩა კვარაცხელია თავის საყვარელ პოზიციას, მარცხენა ფლანგს დაუბრუნდება.
ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ, ნაპოლის 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციას, 10 ქულით უდინეზე იკავებს. ნაპოლისა და იუვენტუსის დაპირისპირება 21 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.