მარლონ ვერა: ომალის მერაბის დასამარცხებლად ეს უნდა გაეკეთებინა
მარლონ „ჩიტო“ ვერა თვლის, რომ შონ ო'მალის მერაბ დვალიშვილის დამარცხების შანსი ჰქონდა.
„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ შონწ მერაბისთვის ბრძოლის დასაწყისში რომ დაერტყა, ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა წასულიყო. სეხუდომ და მორაესმა მერაბისთვის ზიანის მიყენება შეძლეს, მაგრამ შონმა მას ვერ დაარტყა.
მერაბს შეუძლია მოძრაობა, პარტერში გადაყვანა და ასევე დარტყმაც, ამიტომ ძნელია მას ზიანი მიაყენო. თქვენ უნდა ებრძოლოთ მას.
როდესაც კონორი მენდესს დაუსხლტა და ადგა, ის ყოველთვის მის წინ იდგა. ხოლო მერაბსა და ო'მალის შორის მანძილი დისტანცია ყოველთვის იყო, ასე რომ, შესაძლოა, შონს რიტმი დაერღვა.
მერაბს კი შეეძლო მისი შებოჭვა და ძირს დაგდება გაეგრძელებინა. მაგრამ ეს იყო დიდი ბრძოლა, გილოცავთ ახალ ჩემპიონს“,
- განაცხადა მარლონ ვერამ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი არბიტრების გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.