მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

დვალიშვილი: რაც ომალის გუნდმა გააკეთა ეს არაპროფესიონალიზმია

მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალის გუნდთან კონფლიქტზე ისაუბრა.

ბრძოლის დაწყებამდე ომალის მწვრთნელმა ტიმ უელჩმა მერაბს რაღაც მიაძახა, რამაც დვალიშვილი გააბრაზა და ბრძოლის შეწყვეტას ითხოვდა. როგორც შემდეგ თავად უელჩმა ახსნა, მისი მხრიდან ეს ქართველი მებრძოლის წყობიდან გამოყვანის მცდელობა იყო.

„ყველას მეკითხება, რა მოხდა ჩხუბის დასაწყისში. ვცდილობდი ვყოფილიყავი პროფესიონალი და მხოლოდ ბრძოლაზე გამემახვილებინა ყურადღება, არ მინდოდა ბრძოლის ტემპი და ენერგიულობა შემეცვალა. ომალის გუნდთან მე კონტაქტი არ მქონია. მაგრამ, როდესაც ბრძოლა დაიწყო, გავიგე, როგორ მეძახდნენ, პროვოცირებას ცდილობდნენ და ყურადღებას მიფანტავდნენ.

მე მათ ვუყვირე: „შეწყვიტეთ და მიხედეთ თქვენს ბიჭს“. გამახსენდა, რომ იგივე გააკეთეს, როცა ომალი ალჯოს (სტერლინგი) ეჩხუბებოდა. არაპროფესიონალები არიან... ზუსტად ამ გზით უნდათ, რომ მათმა მებრძოლმა გაიმარჯვოს. სირცხვილია, როგორ უპატივცემულობას გამოხატავენ. ამაში სპორტული არაფერია!“.

– წერს სოციალურ ქსელში UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა UFC 306-ის მთავარ ბრძოლაში შონ ო’მალი დაამარცხა და სრულიად დამსახურებულად სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალი მერაბს: ვერაფერი ისწავლე? UFC-ის ეს სურს! უმარს უნდა ეჩხუბო
ომალი მერაბს: ვერაფერი ისწავლე? UFC-ის ეს სურს! უმარს უნდა ეჩხუბო