რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ლუკვარა - ორთავიანი მონსტრი“ - იტალიური მედია ლუკაკუ-კვარას დუეტზე

„კალიარის“ მატჩის შემდეგ, იტალიურ მედიაში რომელუ ლუკუკუსა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტზე გამოხმაურებები არ წყდება.

ამ თამაშში, რომელიც 0:4 დასრულდა, ორივე მათგანმა გოლი გაიტანა.  Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ანტონიო კონტემ მათგან თავმდამსხმელი დუოს ჩამოყალიბება აქვს გადაწყვეტილი.

„ლუკაკუ გარანტია, ამას მისი გამოცდილება მეტყველებს, კვარა კი შუქია, რომელიც ისევ და ისევ ანათებს, ნეაპოლის თავზე. მათ ლუკვარას უწოდებენ - „ორთავიანი მონსტრი“. ეს არის დღესასწაული თვალებისთვის, თავდასხმის იდეალური სინთეზი, რომელიც აღფრთოვანებას გვპირდება“, - აღნიშნულია სტატიაში.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და თავი 2-2 გოლითა და ასისტით გამოიჩინა.

ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალვინო: არა კვარაზე ნადირობას! მცველები მას ტერფში გამიზნულად ურტყამენ
ალვინო: არა კვარაზე ნადირობას! მცველები მას ტერფში გამიზნულად ურტყამენ