„ჯიჯი მერონის მაგონებს“ -იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
იტალიელმა ჟურნალისტმა დარვინ პასტორინმა Kiss Kiss Napoli-ს ეთერში „ნაპოლიზე“, კონტეზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, ანტონიო კონტესთვის ნეაპოლი სახლი გახდა და მას აქვს გამარჯვების სურვილი და ენთუზიაზმი.
„ის არის მწვრთნელი, რომელმაც ყველაფერი იცის ყველა მოთამაშის შესახებ. რასაც ის ლუკაკუსთან ერთად აკეთებს, დაუჯერებელია. კვარაცხელია ჯიჯი მერონის მაგონებს, როდესაც ის „ტორინოში“ თამაშობდა. კვარაცხელიას უნიკალური ტალანტი აქვს“, - თქვა პასტორინმა.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და თავი 2-2 გოლითა და ასისტით გამოიჩინა.
ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.