რომა მწვრთნელს ეძებს - არსებობს ორი კანდიდატი, პრიორიტეტი იურიჩია
დღეს ცნობილი გახდა, რომ რომამ დანიელე დე როსი დაითხოვა. ამის მიზეზი ჯალოროსის არასახარბიელო შედეგები იყო.
დე როსის გათავისუფლების შემდეგ, დედაქალაქურ კლუბს ორი მწვრთნელი დაუკავშირეს. თავდაპირველად საუბარი ედინ ტერზიჩზე იყო. სულ ცოტა ხნის წინ კი გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
ვიგებთ, რომ ჯალოროსი ძალიან ახლოს არის ივან იურიჩის დანიშვნასთან. რომას ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად ის ხიბლავს, რომ იურიჩს ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა და მათთან მუშაობა შესანიშნავად შეუძლია. გარიგების საბოლოო დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
???????????????? AS Roma are closing in on the appointment of Ivan Jurić as new head coach.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 18, 2024
AS Roma ownership decide to go for a manager in ‘Gasperini style’ to develop young players, project focused on that key point.
Final details of the deal being sealed. pic.twitter.com/W8Q7koWdlV
შეგახსენებთ, რომ დე როსიმ გასულ სეზონში ჟოზე მოურინიო შეცვალა და კარგი შედეგებიც ჰქონდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ყველაფერი აირია.
4 ტურის შემდეგ, რომას 3 ქულა აქვს და მე-16 ადგილზე იმყოფება. 4 მატჩი, 3 ფრე, 1 წაგება - ასეთია ჯალორისის მიმდინარე სეზონის შედეგები.