მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, დენა უაითი
Aa
Aa

„მერაბის დამსახურებას არ ვაკნინებ, მაგრამ...“ - დენა ვაითის კომენტარი

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა კომენტარი გააკეთა ბრძოლაზე, რომელიც მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის შორის გაიმართა.

„იმ საღამოს პრაქტიკულად ყველა მეუბნებოდა, რომ შონ ომალი საკუთარ თავს არ ჰგავდა. არ მინდა მერაბის დამსახურება დავაკნინო, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ყველა ასე ფიქრობდა“, - თქვა დენა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.

მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.

დამარცხების შემდეგ, ომალიმ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. „შუგამ“ თქვა, რომ მას ჯერ დასვენება სურს და გამოწვევის მიღებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

„სავარაუდოდ, 9-10 თვე არ ვიბრძოლებ, შესაძლოა, 1 წელიც კი“, - აღნიშნა ომალიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონის აზრი გასათვალისწინებელია“ | ალჯო მერაბის მომდევნო მეტოქეზე
„ჩემპიონის აზრი გასათვალისწინებელია“ | ალჯო მერაბის მომდევნო მეტოქეზე