იტალიელი ფეხბურთელი, სალვატორე სკილაჩი გარდაიცვალა
ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი, სალვატორე („ტოტო“) სკილაჩი გარდაიცვალა. ის 59 წლის იყო. როგორც BBC Sport-ი წერს, მას 2022 წელს, მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
სკილაჩიმ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 გოლი გაიტანა და „ოქროს ბუცი“ მოიპოვა. მართალია, იმ წელს იტალია ნახევარფინალში დამარცხდა, თუმცა სკილაჩი, როგორც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, „ოქროს ბურთით“ დაჯილდოვდა.
„ტოტომ“ საკლუბო კარიერა „მესინაში“ დაიწყო, შემდეგ კი „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა.