რომამ დანიელე დე როსი გაათავისუფლა
„რომამ“ მთავარი მწვრთნელი დანიელე დე როსი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„კლუბის გადაწყვეტილება გამომდინარეობის გუნდის ინტერესებიდან. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მალევე დავუბრუნდეთ სასურველ გზას“, - აღნიშნულია რომაული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
მიმდინარე სეზონში გუნდმა 4 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, მათ ანგარიშზე 3 ფრე და 1 მარცხია. 3 ქულით „რომა“ სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა.
41 წლის დანიელე დე როსი რომაში მიმდინარე წლის იანვრიდან მუშაობდა, როდესაც კლუბმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა.
ვინ შეცვლის დე როსის „ჯალოროსის“ თავკაცის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია.