გიორგი მიქაუტაძე, პიერ საჟი
Aa
Aa

საჟი სათამაშო სქემაზე ჩამოყალიბდა | როგორ აისახება ეს მიქაუტაძეზე

„ლიონის“ მწვრთნელის, პიერ საჟის განცხადებით, 3-5-2 ტაქტიკური სქემა, რომლითაც გუნდი ბოლო მატჩებში თამაშობს, ეფექტურია, ამიტომ უახლოეს მატჩებში ეს სქემა არ შეიცვლება.

მნიშვნელოვანია ის, რომ ამ სათამაშო სქემას უფრო კარგად მოერგება გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც „ლიონის“ კაპიტან ალექსანდრ ლაკაზეტის გვერდით შეძლებს თამაშს.

რა თქვა პიერ საჟმა:

„სათამაშო სქემა დამოკიდებულია მეტოქეზე და ფეხბურთელების კონდიციებზე. ბოლო ორ მატჩში უკეთ ვთამაშობთ. ფეხბურთელებს მეტი ვარიანტი აქვთ.3-5-2 შეტევაში უფრო მეტ თავისუფლებას გვაძლევს, იმიტომ რომ მოედნის ცენტრში ჩვენ ყოველთვის გვრჩება ფეხბურთელები, ასეთ შემთხვევაში კი ბურთის დაკარგვა ნაკლებად სახიფათო ხდება.

გარდა ამისა, ეს სქემა გვაძლევს შესაძლებლობას, ვითამაშოთ ორი ფორვარდით. „სტრასბურის“ წინააღმდეგ მიქაუტაძეს იდეალურად არ უთამაშია, თუმცა პროგრესი შეინიშნება“.

„ლიონს“ 4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 4 ქულა აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება. „ლიონი“ მომდევნო შეხვედრას 22 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე ლანსთან - მიქაუტაძემ 65-ე წუთიდან ითამაშა
ფრე ლანსთან - მიქაუტაძემ 65-ე წუთიდან ითამაშა