„მეორე გოლის შემდეგ, ჩვენ აღარ ვთამაშობდით“ - ფონსეკა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, „ლივერპული“ „მილანს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა. პაულო ფონსეკამ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ფონსეკამ:
„ჩვენ ვთამაშობდით „ლივერპულის“ - დიდი გუნდის წინააღმდეგ. კარგად დავიწყეთ, შემდეგ 2 გოლი გავუშვით, რამაც თამაში შეცვალა და ასევე შეცვალა ჩვენი ფსიქიკური წონასწორობა“.
„ლივერპული ჩვენზე დიდი გუნდია. ჩვენ მეტი მუშაობა გვმართებს, რათა პრობლემების გარეშე ვითამაშოთ და ვაჩვენოთ ჩვენი თამაში“.
შეგახსენებთ, რომ მატჩში ანგარიში კრისტიან პულიშიჩმა გახსნა, წონასწორობა კი კონატემ აღადგინა. მერსისაიდული გრანდი ვირჯილ ვან დაიკმა დააწინაურა, ხოლო საბოლოო წერტილი შობოშლაიმ დასვა.
შემდეგ ტურში ლივერპული ბოლონიას უმასპინძლებს, ხოლო მილანი ლევერკუზენს ესტუმრება.