ლივერპული, მილანი, არნე სლოტი
Aa
Aa

“დაუჯერებელია, როგორ წავაგეთ ნოტინგემთან“ - სლოტი მილანთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლივერპული მილანს ესტუმრა და უშანსოდ 3:1 დაამარცხა. მერსისაიდული გრანდი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და როსონერის შანსი არ დაუტოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კომენტარი გააკეთა.

სლოტი:

„დიდებულია დაბადების დღის გამარჯვებით აღნიშვნა ასეთ საოცარ სტადიონზე. ამას მატჩის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ ვერ ვიტყოდი, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა.

ყველას ვაჩვენეთ, თუ რა კარგად შეგვიძლია თამაში ბურთთან ერთად. მაღალ პრესინგზე თამაში იდეალურად გამოგვივიდა, მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნო დაცვის ხაზის თამაში. მილანის შეტევების დროს, ჩემი ფეხბურთელები კომპაქტურად გადაადგილდებოდნენ.

დაუჯერებელია, როდესაც ასე კარგად შეგვიძლია თამაში, როგორ წავაგეთ ნოტინგემ ფორესტთან. დღევანდელი ჩვენი თამაში უფრო გუნდური იყო, ვიდრე ინდივიდუალური.“

შეგახსენებთ, რომ მატჩში ანგარიში კრისტიან პულიშიჩმა გახსნა, წონასწორობა კი კონატემ აღადგინა. მერსისაიდული გრანდი ვირჯილ ვან დაიკმა დააწინაურა, ხოლო საბოლოო წერტილი შობოშლაიმ დასვა. შემდეგ ტურში ლივერპული ბოლონიას უმასპინძლებს, ხოლო მილანი ლევერკუზენს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილდიზის მაგარი გოლი და რეკორდი - იუვე ლიგაზე გამარჯვებით დაბრუნდა
ილდიზის მაგარი გოლი და რეკორდი - იუვე ლიგაზე გამარჯვებით დაბრუნდა