ლივერპულმა სან სირო დაიპყრო - სლოტის გუნდმა მილანი გაანადგურა
2024/2025 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. „ლივერპული“ პირველ ტურში „მილანს“ შეხვდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩი „სან სიროს“ სტადიონზე გაიმართა.
მე-3 წუთზე ანგარიში „მილანის“ ნახევარმცველმა, კრისტიან პულიშიჩმა გახსნა, საპასუხო გოლი კი 23-ე წუთზე იბრაჰიმა კონატემ გაიტანა.
41-ე წუთზე თავი „ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა გამოიჩინა, ბოლო გოლი კი „წითლებიდან“ 67-ე წუთზე, დომინიკ შობოშლაიმ გაიტანა.
წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი განახლებული ფორმატით პირველად ტარდება და მასში 32-ის ნაცვლად 36 გუნდი მონაწილეობს.
ამასთან, ჯგუფური ეტაპი „ლიგის ეტაპით“ შეიცვალა და ყველა გუნდი ერთ სატურნირო ცხრილში გაერთიანდა.