ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - კეინმა რუნის რეკორდი მოხსნა
ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნი“ „დინამო ზაგრებს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 9:2 დაამარცხა.
„ბაიერნის“ ფორვარდმა, ჰარი კეინმა 4 გოლი გაიტანა და უეინ რუნის რეკორდი მოხსნა. კერძოდ, ის გახდა ყველაზე უხვგოლიანი ინგლისელი ჩემპიონთა ლიგაზე.
ამრიგად, კეინს ჩემპიონთა ლიგაზე სულ 33 გოლი გაიტანა, რუნის ანგარიშზე კი 30 გოლია.
დღევანდელ მატჩში 31 წლის ფეხბურთელმა 3 პენალტი შეასრულა.