ილდიზის მაგარი გოლი და რეკორდი - იუვე ლიგაზე გამარჯვებით დაბრუნდა
2024/2025 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. ტურინის იუვენტუსმა 1-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა და ნიდერლანდური პსვ მარტივად 3:1 დაამარცხა.
პირველი გოლი კენან ილდიზმა გაიტანა, რომელიც საკმაოდ ეფექტური გამოვიდა. თურქმა ფეხბურთელმა აღნიშნული გოლით ორი ახალი ისტორია დაწერა.
ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. ასევე ილდიზი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც იუვენტუსის რიგებში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა. კენანმა ლეგენდარული დელ პიეროს რეკორდი გააუმჯობესა.
იუვენტუსის მხრიდან ილდიზის გარდა გოლები მაკკინიმ და ნიკო გონსალესმა გაიტანეს. მატჩის მიწურულს, ნიდერლანდურმა გუნდმა ერთი ბურთი გაქვითა. თავი საიბარიმ გამოიჩინა. ცნობისთვის, პარალელურ მატჩში ასტონ ვილამ იანგ ბოისი სტუმრად 3:0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ბიანკონერი პსვ-ს შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ლაიპციგს, შტუტგარტს, ლილს, ასტონ ვილას, მანჩესტერ სიტის, ბრიუგეს და ბენფიკას დაუპირისპირდება.