ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

უკრაინა VS საქართველო - სად და როგორ გაიყიდება ბილეთები

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.

საქართველოს გულშემატკივრებისათვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

ყველა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). განკუთვნილ ბილეთს ისინი მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე, მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებენ.

საქართველოს ნაკრები, 2 ტურის შემდეგ, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში, 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით“ - ქოჩორაშვილის განცხადება
„ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით“ - ქოჩორაშვილის განცხადება