რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, სიმონე ტირიბოკი
Aa
Aa

ლუკაკუ-კვარა კარგად შეთამაშებული წყვილია - ტირიბოკი

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „კალიარის“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 0:4 დაამარცხა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს ხვიჩა კვარაცხელიამ და რომელუ ლუკაკუმ. ამ თამაშში ორივე მათგანმა გოლი გაიტანა.

ყოფილმა იტალიელმა თავდამსხმელმა, სიმონე ტირიბოკიმ სწორედ მათზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს კარგად შეთამაშებული წყვილია და კონტე ამ მოდულს სწრაფად არ შეცვლის.

„ლუკაკუ-კვარა? ეს არ არის საუკეთესო წყვილი სერია A-ში, მაგრამ მათ არაჩვეულებრივი მიქსი აქვთ, ორივეს შეუძლია ერთმანეთს ასისტები მისცენ, თუმცა ისინი ძალიან ანარქისტულები არიან. მათ ერთმანეთში ბალანსი და უფრო მეტი დიალოგი უნდა იპოვონ. რაც შეეხება რასპადორისა და სიმეონეს - ეს არის ორი მოთამაშე, რომლებსაც შეუძლიათ „ნაპოლის“ ბევრი რამ მისცენ“ - თქვა ტირიბოკიმ.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და თავი 2-2 გოლითა და ასისტით გამოიჩინა.

4 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 9 ქულით დროებით პირველ ადგილზე იმყოფება, რადგან „ინტერსა“ და „უდინეზეს“, რომლებსაც 7-7 ქულა აქვთ, მიმდინარე ტურში თავისი მატჩი ჯერ სათამაშო აქვთ.

ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარა სერია ა-ს ტურის სიმბოლურში მოხვდა
კვარა სერია ა-ს ტურის სიმბოლურში მოხვდა